საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ ზედა სამებაში დარეჯან დიასამიძის მშობლებთან იმყოფებოდა.
პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გოგონას ძებნაში მთელი საქართველო ჩაერთოს. მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ბევრი პროფესიონალი მუშაობს და მათ ღამეც არ უნდა ეძინოთ, რათა თავიანთი მოვალოება შეასრულონ.
როგორც გოგონას დედამ, ლამზირა მახარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან პრეზიდენტს წერილი მისწერა და თავისი პრობლემის შესახებ მოუყვა.
„მინდოდა პრეზიდენტის ნახვა და იმის თქმა, თუ რა გასაჭირიც მაქვს. ის მობრძანდა ჩვენთან და იმედი მაქვს, ასე მგონია, რადგან პრეზიდენტი მოვიდა, ჩემი შვილიც გამოჩნდება." - აღნიშნა ლამზირა დიასამიძემ.
17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს 10.00 საათიდან გაუჩინარდა.