ანტიბიოტიკს ექიმები სხვადასხვა შემთხვევებში ნიშნავენ. ავადმყოფობის მსუბუქი ფორმის ან დასაწყისის დროს, შესაძლოა აფთიაქში ნაყიდი წამლები ბუნებრივი საშუალებებით ჩავანაცვლოთ. გთავაზობთ 5 ყველაზე პოპულარულ ბუნებრივ ბიოსტიმულატორს.
1. პროპოლისი. ფუტკრის შექმნილი ეს ანტიბიოტიკი შეიცავს ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, მინერალებს, მიკროელემენტებს. პროპოლისი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, იმუნიტეტს აძლიერებს, ებრძვის ბაქტერიებს, სოკოებს და ვირუსებს. ერთადერთი უკუჩვენება ინდივიდუალური აუტანლობაა.
2. ჩაის ხის ზეთი - შესანიშნავი ბიოსტიმულატორია და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებაა. მას იყენებენ გრიპის, ჰერპესის, აკნეს, ჭრილობებიოს მკურნალობის დროს
3. პირშუშხა მიკრობების მტერია. მის ფესვში ენზიმები და ეთერზეთები შედის, რომელიც მავნე ორგანიზმებზე დამღუპველად მოქმედებს.
4. ხახვი და ნიორი ფიტონციდებს შეიცავს. ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, პარაზიტებს.
5. ჟოლო - კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებებით ხასიათდება. მასში შემავალი სილიცილის მჟავა ხელს უწყობს ტემპერატურის დაწევას.