არსებობს თმის გაღიავების ბუნებრივი, ხალხური მეთოდები, რომლებიც იმავდროულად აჯანსაღებს და ბზინვარებასაც ანიჭებს მას.
გვირილის ნახარში, ლიმონის წვენი, კეფირი, თაფლი, სოდა - მათი რეგულარული გამოყენების შედეგად თმა 1-2 ტონით ღია ფერს იძენს.
ჩაყარეთ 1ლ. წყალში 2 ს.კ გვირილა და 10 წუთი ხარშეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშში გაივლეთ.
ბუნებრივ შავ თმას გვირილა ოქროსფერ კულულებად ვერ აქცევს, მაგრამ ხორბლისფერ, ღია ყავისფერ თმას ულამაზეს გარდამავალ ტონებს ანიჭებს, სძენს ჯანსაღ ბზინვარებას და კვებავს.
ლიმონის წვენი თმის "მაგიური ბზინვარების" საიდუმლოა. გახსენით ლიმონის წვენი ცოტაოდენ წყალში და გადაივლეთ.
კეფირი მშრალ თმაზე უნდა წაისვათ. შემდეგ თავზე შხაპის ქუდი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. ასეთი ნიღაბი 2-2.5 საათი გაიჩერეთ.