reportiori.ge - რუსთავში საპროტესტო აქცია შეწყდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:10
რეგიონები
რუსთავში საპროტესტო აქცია შეწყდა
03 მაისი, 2014. 18:20


რუსთავის მერიის წინ მძღოლებისა და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მძღოლები პროტესტს ხვალ დილიდან განაახლებენ.




ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ,,გაერთიანებული ოპოზიციის" რუსთავის მერობის კანდიდატმა კობა ძლიერიშვილმა, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსთაველი მძღოლის გარდაცვალების ფაქტის პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.



,,პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დაიდება დასკვნა, ამ თემით მანიპულირებას აზრი არ აქვს. რაც შეეხება მძღოლების საპროტესტო აქციებს, მე ვფიქრობ, რომ თავის დროზე, უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო საკონკურსო პირობებზე მუშაობის პროცესი და ზოგადად ამ თემის განხილვა, რაც შემდგომში აღარ გამოიწვევდა ასეთ საპროტესტო გამოსვლებს," - განაცხადა კობა ძლიერიშვილმა.



რუსთავში, მძღოლების საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის შესასვლელიდან ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ,,ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ოფისთან და ქალაქის მერიასთან აქციები გამართეს. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016