ცოტა ხნის წინ კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში დასრულდა შეხვედრა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობის სოფლების ნატანისა და დუისის უხუცესებდა და მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე გუშინ ღამით მომხდარი ინციდენტი განიხილეს. შეხვედრაზე დამსწრეთა განმარტებით გუშინდელი ინციდენტი შემთხვევითი, ადგილობრივი ხასიათის იყო და არა მაშტაბური კონფლიქტის გაღვივების მცდელობა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის სამმართველო უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ,გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფლების დუისისა და ნატანის ახალგაზრდებს შორის მოხდა მწვავე ურთიერთდაპირისპირება. რა დროსაც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა. ინციდენტში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.