reportiori.ge - სახიდან შავი წერტილების მოშორების რამდენიმე ეფექტური მეთოდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:22
სხვადასხვა
სახიდან შავი წერტილების მოშორების რამდენიმე ეფექტური მეთოდი
04 მაისი, 2014. 13:27


კომედონები (შავი წერტილები)  ცხიმის დამჟავების შედეგად ჩნდება, რომელიც სახის კანის ფორებს ავსებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა  პრობლემას ამწვავებს, რითაც შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს აჩქარებს. სამწუხაროდ, კომედონებისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწება არ გამოვა: თუ შავი წერტილები თქვენს სახეზე „დასახლდნენ", მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგიწევთ მათთან ბრძოლა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სახის კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ ხალხური მეთოდების გამოყენებით.


საჭირო მასალები: შვრიის ფანტელები; ყავის მარცვლები; კვერცხის გული; 1 ჩ/ლიმონის, ან ფორთოხლის წვენი; 1 წვეთი სელის ზეთი; თაფლი; ხაჭო; Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი; სააფთიაქო გვირილა ან ცაცხვი.


აუცილებელია:


1. დილაობით, ხელ-პირი დაიბანოთ მხოლოდ გრილი წყლით.


2 .საღამოს აუცილებლად გაიწმინდოთ მთელი კოსმეტიკა, მსუბუქი უცხიმო ტონიკის დახმარებით.


3. მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ფორების ცხიმისგან გასაწმენდად, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ პილინგი.


შვრიის ფანტელები და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ სუფთა თბილი წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. შხაპის შემდეგ (დაორთქლილ გაწმენდილ სახის კანზე) წაისვით მომზადებული ნაზავი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. საჭიროა სიფრთხილე, რათა არ გაწელოთ და არ დააზიანოთ კანი. ცოტათი უფრო თამამად შეიზილეთ შავი წერტილების წარმოქმნის ადგილებში. ამ პროცედურია მიზანია ყველაფერი ზედმეტის მოცილება და არა ფორების ფაფით ამოვსება. სახე გაისუფთავეთ თბილი წყლით, შემდეგ კი შეისხით ცივი წყალი ან მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. კანის დასამშვიდებლად წაისვით წყლის საფუძველზე დამზადებული მსუბუქი კრემი.


კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ვიტამინი С (ის არ მისცემს დამჟავების საშუალებას ფორებში დაგროვილ ცხიმს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს შავი წერტილების გავრცელების ინტენსივობას). კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩ/კ ლიმონის ან ფორთოხლის წვენს და დაუმატეთ 1 წვეთი სელის ზეთი. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი: შეურიეთ თაფლი, ხაჭო და ფორთოხლის წვენი განსხვავებული პროპორციით და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გამოიყენეთ ისევე, როგორც წინა ნიღაბი.


თვეში ერთხელ მოიშორეთ კომედონები მექანიკური საშუალებით. საგულდაგულოდ გაისუფთავეთ სახე საპნით. წყალს დაუმატეთ აფთიაქის გვირილა, ან ცაცხვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ანტისეპტიკური ნაკრები). აადუჭეთ წყალი, გადაასხით განიერ წურჭელში და შეუშვირეთ სახე ორთქლს 10-15 წუთის განმავლობაში. ხელები დაიბანეთ საპნით, გაიწმინდეთ სპირტით და ფრთხილად ამოიღეთ ყველა შავი წერტილი. იმოქმედეთ ფრთხილად, არ დააჭიროთ ძალიან ძლიერად - შავი წერტილები უნდა ამოვიდეს მარტივად, მცირედი დაჭერის დროსაც კი. სახე მოიბანეთ გრილი წყლით ან მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. ეს აუცილებელია ფორების შესავიწროვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანის ღრმა ფენებში შეიძლება შეაღწიოს ინფექციამ.


მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, დალიეთ ახლადდაწურული წვენები, უარი თქვით ცხიმიან ხორცზე, ძეხვზე და შემწვარ საკვებზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016