reportiori.ge - შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:11
სამართალი
შსს–მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 11:03

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ხაშურის, კასპის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სხვადასხვა კაფე-ბარის სამი მფლობელი: 1976 წელს დაბადებული მარინე ი, 1970 წელს დაბადებული ლელა გ. და 1978 წელს დაბადებული ხათუნა ა. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხათუნა ა. - ქარელში, მარინე ი. - ხაშურში, ხოლო ლელა გ. - კასპში, საავტომობილო მაგისტრალზე მდებარე კაფე-ბარებში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.

აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 22 ქალბატონი, გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით დაიკითხა. მათგან ერთი - ყირგიზეთის, სამი - უზბეკეთის და ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებელის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016