reportiori.ge - „დინამოს’’ ზეიმი გადაიდო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 20:00
სპორტი
„დინამოს’’ ზეიმი გადაიდო
05 მაისი, 2014. 12:38



3 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ზედა ექვსეულის შეხვედრები გაიმართა. ზესტაფონში, ადგილობრივმა ‘’ზესტაფონმა’’, თბილისის ‘’დინამოს’’ უმასპინძლა  და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა - 3:2. ტურის ცენტრალურმა დაპირისპირებამ მოლოდინი გაამართლა. კლუბებმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზეს.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და მე-14 წუთზე კვირკველიას  ფლანგიდან მოწოდებული ბურთი, ჩისკომ ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა მეტოქის კარში - 0:1. გეგუჩაძის შეგირდებმა, სწრაფი გოლის გაშვების მიუხედავად, რეაბილიტაცია მალე მოახერხეს და 23-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ, რევაზ გეწაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 1:1. ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ შედეგი გამოიღო და ზუსტად 5 წუთში, ზესტაფონელთა  მოწოდებული ჯარიმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რითაც ნიკა საბანაძემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1. მატჩის პირველი ნახევარი ამით არ დასრულებულა, დედაქალაქელებმა 34-ე წუთზე, ოთარ მარცვალაძის  გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინეს - 2:2.

მეორე ტაიმი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება მალევე მოახერხეს. 78-ე წუთზე, სტუმართა ერთ-ერთმა კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო, გიორგი მერებაშვილზე უხეში თამაშის გამო მატჩის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩისკომ მისი რეალიზება ვერ შეძლო. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, თორნიკე კაპანაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:2 დააფიქსირა. თბილისის „დინამოს’’ დაგეგმილი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. კლუბებს შორის სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ , რომ 2013/2014 წლის უმაღლესი ლიგის სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, „დინამომ’’ კი უკანასკნელ შვიდ თამაშში ოთხი გამარჯვება მოიპოვა, გეგუჩაძის გუნდს გამარჯვების მხოლოდ თეორიული შანსი დარჩენია.




იმავე დღეს, ზედა ექვსეულის დარჩენილი ორი შეხვედრაც გაიმართა. საჩხერის „ჩიხურამ’’ რუსთავის „მეტალურგი’’ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა, ბოლნისის „სიონმა’’ კი, ლანჩხუთის „გურიას’’ 2:0 სძლია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016