სპორტი
„მანიუ’’ ფაბრეგასის სანაცვლოდ 45 მილიონს იმეტებს
ავტორი: გიორგი კინტირაია
05 მაისი, 2014. 12:56
როგორც ინგლისური პრესა იუწყება, „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ხელმძღვანელობა სესკ ფაბრეგასითაა დაინტერესებული. ‘’წითელი ეშმაკები“ მის სანაცვლოდ კატალონიურ კლუბს 45 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.
წყაროს ცნობით, თავად ფაბრეგასი „კამპ ნოუზე“ მოღვაწეობით უკმაყოფილოა და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველის დაბრუნებას ლონდონის „არსენალიც’’ ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ამის შემდეგ „მანიუს’’ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის’’ მცდელობამაც ვერ გამოიღო შედეგი. ინგლისელთა შეთავაზებულმა პირობებმა ესპანური მხარე ვერ მოხიბლა.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ფაბრეგასმა „ბარსელონას’’ რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, საკუთარ აქტივს კი 8 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიათვალა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19