19 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument-ის ახალი ვერსია დანერგა. სისტემით ისარგებლებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო ხაზინის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოთხი ათასამდე მომხმარებელი.
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument-ის მიზანია, დოკუმენტბრუნვის პროცესების მაქსიმალური გამარტივება და ხელმისაწვდომობა. ის უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას, საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი.
სისტემის დანერგავამდე საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლებმა პერსონალს ჩაუტარეს ერთკვირიანი ტრენინგები. ახლო მომავალში დაგეგმილია სისტემის განახლება კიდევ 22 სახელმწიფო ორგანიზაციაში.