NBA-ის პლეი ოფის დასავლეთ კონფერენციის უკანასკნელი ნახევარფინალისტი „სან-ანტონიო სპურსი“ გახდა, რომელმაც „დალას მავერიკსს“ მეშვიდე შეხვედრაში 119:96 სძლია და სერიაში 4:3 გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა „სპურსის“ სრული უპირატესობით წარიმართა. უკვე პირველი ტაიმის ბოლოს, დალასელები დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ (35:23). ამის შემდეგ, „სპურსს“ თამაშის მოგება არ გასჭირვებია.
„სპურსის“ მხრიდან თავი ტონი პარკერმა გამოიჩინა (32 ქულით), ხოლო „მავერიკსის“ რიგებში (22 ქულით) დირკ ნოვიცკი გამოირჩა.
„სან-ანტონიო სპურსი“ – „დალას მავერიკსი“ 119:96 (35:23, 33:23, 26:22, 25:28)
ამ შეხვედრის შემდეგ, NBA-ის მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილი გახდა.
აღმოსავლეთის კონფერენცია: „ინდიანა“ – „ვაშინგტონი“, „მაიამი“ - „ბრუკლინი“.
დასავლეთის კონფერენცია: „სან-ანტონიო“ – „პორტლენდი“, „ოკლაჰომა სიტი“ – „კლიპერსი“.