reportiori.ge - სამეფო შედეგის მქონე რონალდუს ახალი ბუცები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:35
სპორტი
სამეფო შედეგის მქონე რონალდუს ახალი ბუცები
05 მაისი, 2014. 14:57


კომპანია NIKE-მა ახალი ბუცის Mercurial Superfly წარადგინა, რომელიც რევოლუციური უნდა გახდეს სიჩქარის თვალსაზრისით.



ახალი ბუცები მადრიდის „რეალის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ წარადგინა. სწორედ მსგავსი ბუცებით იასპარეზებს პორტუგალიელი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.



„დიზაინის თვალსაზრისით, უკანასკნელი ინოვაციების გამოყენებით, ახალი Mercurial Superfly ამსხვრევს ყველანაირ სტერეოტიპს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ბუცი და რამდენად უნდა ეხმარებოდეს იგი ფეხბურთელს მოედანზე" - განაცხადა Nike-ის პრეზიდენტმა მარკ პარკერმა.



რაც შეეხება თავად რონალდუს, სამეფო კლუბის რიგებში მან „ვალენსიას" წინააღმდეგ მატჩში, ლა-ლიგის მიმდინარე სეზონში, 31-ე გოლი გაიტანა. ეს მისთვის სეზონის განმავლობაში, მადრიდელთა მაისურით გატანილ 50-ე გოლად იქცა.



აღსანიშნავია, რომ მსგავს შედეგს რონალდუ უკვე მეოთხე წელია აღწევს: 2010/2011 სეზონში პორტუგალიელმა 54 გოლი, 2011/2012 - 60, გასულ სეზონში კი - 55 გოლი გაიტანა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016