3 და 4 მაისს პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩების ნაწილი გაიმართა. ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი ლონდონის „ჩელსისა" და „ნორვიჩ სიტის" დაპირისპირება აღმოჩნდა (0-0). მოუხედავად დაძაბული შეხვედრისა, მოურინიოს შეგირდებმა ვერ შეძლეს სამი ქულის მოპოვება და 79 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს ჯერდებიან.
„ჩელსის" ნათამაშებმა ფრემ საჩემპიონო ბრძოლაში კარგი შანსი მისცა „ლივერპულსა" და „მანჩესტერ სიტის". მერსესაიდელები 36 ტურის შემდეგ, 80 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან. ბრენდან როჯერსის გუნდი დღეს მეთერთმეტე ადგილზე მყოფ „კრისტალ პალასს" ესტუმრება. თუ არ ჩავთვლით ხოსე ენრიკეს ტრავმას, „ლივერპული" სრულად საბრძოლო განწყობაზეა და 3 ქულის გარეშე დაბრუნებას არ გეგმავს.
რაც შეეხება პირველადგილოსან „მანჩესტერ სიტის" (80 ქულით), ქალაქელები გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან. მანუელ პელეგრინის შეგირდები 7 მაისს მე-14 ადგილზე მყოფ „ასტონ ვილას" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ „სიტის" ლაზარეთში 21 წლის სერბი მატია ნასტასიჩი იმყოფება. პრემიერ ლიგა სანახაობრივი მატჩების მოლოდინშია.