reportiori.ge - ოდრი ჰეპბერნის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:36
კულტურა
ოდრი ჰეპბერნის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა
05 მაისი, 2014. 18:06



ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი ოდრი ჰეპბერნი (ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი -ინგლ. Audrey Hepburn, Audrey Kathleen Hepburn-Ruston) 1929 წლის 4 მაისს დაიბადა.

 

ოდრი კეთლინ რასტონი ბრიუსელში (ბელგია) დაიბადა და ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოზეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰეპბერნ-რასტონი გახდა.

 

დიდი და ლამაზი თვალები ოდრის სავიზიტო ბარათად იქცა. მათში იმდენი სითბო იყო ჩაღვრილი, რომ შეეძლო გარშემო ყველასთვის გაენაწილებინა. ოდრიმ კარგი განათლება მიიღო.  იყო მშვიდი, თავაზიანი გოგონა . 1938 წელს, ჰეპბერნის მშობლები განქორწინდნენ. მამის წასვლა იყო ყველაზე დრამატული მომენტი ოდრის ცხოვრებაში. ამის შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდნენ ნიდერლანდებში, ბაბუასთან. დედა მას ძალიან მკაცრად ზრდიდა. ყოველთვის აკონტროლებდა მის წონას და არ აძლევდა უფლებას ეჭამა ის, რაც სურდა. ხშირად აყენებდა სარკის წინ და მიუთითებდა ზედმეტ კილოგრამებზე, რაც ოდრის ფსიქიკაზე ცუდად აისახა. ოდრის ბაბუამ შვილიშვილი ბალეტზე შეიყვანა. მასწავლებლი აღნიშნავდა, რომ მას შეეძლო გამხდარიყო წამყვანი ბალერინა. ოდრიმ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, დათმო ბალეტი, იმისთვის, რომ დაიწყო მონაწილეობის მიღება სპექტაკლებში.

 

1951 წელს, ის გადაიღეს ფილმში „Roman Holiday“(რომაული არდადეგები). ეს იყო მისი ყველაზე დიდი როლი. რეჟისორს სურდა ამ როლზე მიეწვია ელიზაბეტ ტეილორი, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მოგვიანებით ოდრი იხსენებდა, თუ როგორ ღელავდა, როდესაც  გადასაღებ მოედანზე მივიდა. ეკრანებზე გამოსვლისთანავე მან მთელი აუდიტორიის გული დაიპყრო. „Roman Holiday“ მალე ძალიან პოპულარული გახდა, ბევრ ქვეყანაში უჩვენეს და ყველასთვის საყვარელი გახდა პრინცესა ანა.

 

ოდრი საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო.  თავს თვლიდა ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად. ყოველთვის თვალწინ ედგა დედა, უკმაყოფილო სახით. ეს ზმანება მას ხშირად სტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა.

 

ბოლო როლი ფილმში 1988 წელს, რეჟისორ სტივენ სპილბერგთან ითამაშა. ოდრი მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩართული იყო ქველმოქმედებაში. იგი დაინიშნა კეთილი ნების ელჩად, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდში (UNICEF). დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა გაჭირვებული ბავშვების დახმარებას. 1992 წელს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადასცა საპრეზიდენტო მედალი  UNICEF-ში თავდაუზოგავი მუშაობის გამო.

 

1992 წელს 1 ნოემბერს, როდესაც ჰეპბერნი სომალიში ვიზიტის შემდეგ  შვეიცარიაში დაბრუნდა,  დაეწყო მუცლის ტკივილი. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან დანიშნული ჰქონდა შეხვედრა ლოს-ანჟელესის  უპატრონო ბავშვთა სახლში. უკვე დეკემბერში როდესაც აუტანელი გახდა ტკივილები, მიმართა ექიმს. როგორც ჩანს, ბავშობის შიმშილს უკვალოდ არ ჩაუვლია. ლაპაროსკოპიული გამოკვლევის შედეგად მას კიბო დაუდგინეს. მისი მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო წასული.დაუწყეს ქიმიოთერაპიით მკურნალობა, მაგრამ თვითონ მშვიდად სიკვდილი ისურვა. ჰეპბერნი  1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016