reportiori.ge - შვილიშვილმა 79 წლის ბებია მოკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:14
სამართალი
შვილიშვილმა 79 წლის ბებია მოკლა
ავტორი:
19 აგვისტო, 2013. 12:21

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში შვილიშვილმა ბებია, 79 წლის მაისო კუსრაშვილი მოკლა.


შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული გიგა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბებიასთან სტუმრად მყოფმა ბრალდებულმა 18 აგვისტოს, ღამით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, მეგობართან ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც ბრალდებულის ბებიამ, 1934 წელს დაბადებულმა მაისო კუსრაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღო. ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიგა ნ. სიღნაღში დააკავეს. დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს სანადირო თოფის 2 მასრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016