ჩვენ სოდომური ცოდვით დავკავდებით თქვენს ვაჟიშვილებთან, რომლებიც თქვენი უსუსური მამაკაცურობის, ცარიელი ოცნებებისა და ჩვეული სიცრუის სიმბოლოს წარმოადგენენ. ჩვენ მათ ვაცდუნებთ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, კინოთეატრების ტუალეტებში, სამხედრო ყაზარმებში, მოტელებში, მამაკაცთა კლუბებში და პარლამენტის შენობებში, ყველგან, სადაც კი მამაკაცები ხვდებიან სხვა მამაკაცებს. ისინი ჩვენი საყვარლები გახდებიან და შეასრულებენ ჩვენს ბრძანებებს. ისინი ჩვენი იმიჯის რევანშირებას ახდენენ. მათ ექნებათ ჩვენი მწველი სურვილი და გაგვაღმერთებენ ჩვენ.
ქალებო, მოითხოვეთ თავისუფლება. თქვენ ამბობთ, რომ კაცები თქვენ უკვე აღარ გაკმაყოფილებენ, რომ ისინი ანგრევენ თქვენს ბედნიერებას. კი ბატონო, ჩვენ, მამაკაცის სახის, მამაკაცის სხეულის დამფასებლები, ჩამოგართმევთ მათ თქვენ. ჩვენ მათ გავართობთ, ჩვენ მათ ვასწავლით, გულში ჩავიხუტებთ, როცა იტირებენ.
ქალებო, თქვენ ამბობთ, რომ კაცებთან ცხოვრების ნაცვლად, ერთმანეთთან ცხოვრება გსურთ. მაშინ, მიდით და იცხოვრეთ ერთმანეთთან. ჩვენ მივანიჭებთ თქვენს კაცებს მათთვის აქამომდე არნახულ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც უპირველესად მამაკაცები ვართ, და მხოლოდ მამაკაცმა იცის, თუ ჭეშმარიტად როგორ ასიამოვნოს მეორე მამაკაცს. მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, ჩასწვდეს მეორე მამაკაცის გრძნობებისა და განცდების სიღრმეს, გაუგოს მის გონებასა და სხეულს.
ყველა კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ამის ნაცვლად მიღებულ იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. ყველა ჰომოსექსუალისტმა მხარი მხარს უნდა მისცეს, როგორც ძმებმა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მხატვრული, ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიზეიმებთ, როდესაც შევძლებთ ჩვენი ბოროტი ჰეტეროსექსუალური მტრისთვის ჩვენი ერთიანობის ჩვენებას.
თუ თქვენ გაბედავთ და გვიწოდებთ ჩვენ გეის ან პედერასტებს, ჩვენ განვგმირავთ თქვენს მხდალ გულებს და წავბილწავთ თქვენს მკვდარ უბადრუკ სხეულებს.
ჩვენ მივუძღვნით ლექსებს მამაკაცებს შორის სიყვარულს. ჩვენ დავდგამთ სპექტაკლებს, რომლებშიც მამაკაცები ღიად ეალერსებიან მამაკაცებს. ჩვენ გადავიღებთ ფილმებს მამაც გმირებს შორის სიყვარულზე, რომლელბიც შეცვლიან თქვენს იაფფასიან, ხელოვნურ, სენტიმენტალურ, მოსაწყენ, ინფანტილურ ჰეტეროსექსუალურ ვნებებს, მათ, რომლებიც დღეს დომინირებენ კინოეკრანებზე. ჩვენ გამოვაქანდაკებთ ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცების, გაბედული ათლეტების ქანდაკებებს და დავდგამთ მათ თქვენს პარკებში, მოედნებზე და სავაჭრო რიგებში. მსოფლიო მუზეუმები გაივსება შესანიშნავი შიშველი ჭაბუკების გამოსახულებებით. ჩვენი მწერლები და მუსიკოსები მამაკაცებს შორის სიყვარულს მოდურს გახდიან და პრესტიჟულად აქცევენ მას, და ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ექსპერტები სტილის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ განვდევნთ ჰეტეროსექსუალურ სამიჯნურო კავშირებს იმუორისა და სატირის მეშვეობით, იმ მექანიზმების გამოყენებით, რომლის გამოცზდილებაც გაგვაჩნია.
ჩვენ ჩამოვხსნით ნიღაბს გავლენიან ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალეად ასაღებენ. თქვენ შეძრწუნდებით და შეშინდებით. როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი პრეზიდენტები და მათი ვაჟიშვილები, თქვენი მეწარმეები და სენატორები, თქვენი მერები და გენერლები, თქვენი ათლეტები და კინოვარსკვლავები, თქვენი დიქტორები და საზოგადო მოღვაწეები, თქვენი მღვდლები არ არიან ჩვეუელბრივი და საიმედო ჰეტეროსექსუალური ბურჟუები, როგორიც თქვენ ისინი გეგონათ.
ჩვენ ყველგან ვართ – ჩვენ შევაღწიეთ თქვენს რიგებში. ფრთხილად იყავით, როდესაც საუბრობთ ჰომოსექსუალისტების შესახებ, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს შორის ვართ: შესაძლოა, თქვენს პირდაპირ ვზივართ ან თქვენთან ერთად გვძინავს ერთ საწოლში.
არანაირი კომპრომისები არ იქნება. ჩვენ არა ვართ საშუალო კლასის დოყლაპიები. ჩვენ ვართ ძალიან ინტელექტუალური, ბუნებრივი არისტოკრატები ადამიანის რასაში, ხოლო ცისფერი სისხლი არასდროს წავა დათმობაზე. ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავლენ, განდევნილ იქნებიან. თქვენს გასანადგურებლად ჩვენ გამოვიყვანთ უზარმაზარ კერძო არმიებს, როგორც ეს მიშიმამ გააკეთა. ჩვენ დავიპყრობთ მსოფლიოს, იმიტომ რომ ჯარისკაცები, შთაგონებულნი და ერთმანეთთან დაკავშირებულნი ჰომოსექსუალური სიყვარულითა და პატივისცემით – ძველბერძენი მეომრებივით დაუმარცხებელნი არიან.
ოჯახი – ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე – გაუქმდება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვასა და თრგუნავს თავისუფალ ნებას, აღმოფხვრილი იქნება. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება სრულყოფილი ვაჟების ჩასახვა და გამოზრდა. ისინი გაერთიანდებიან კომუნებში, რომელთაც გამოცდილები უხელმძღვანელებენ.
ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგვგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან. ჩვენ სილამაზის, ზნეეობრიობისა და ესთეტიკის კულტის მიმდევრები ვართ. ყველაფერი მახინჯი, ვულგარული და ბანალური განადგურდება. ვინაიდან ჩვენ გაუცხოვებულნი ვართ საშუალო კლასის ჰეტეროსექსუალური წრეებისთვის, ამიტომ შეგვიძლია, ვიცხოვროთ მხოლოდ წმინდა წარმოსახვის მიხედვით. ძალიან ბევრიც კი არაა საკმარისი ჩვენთვის.
ჩვენი მომავალი დახვეწილი საზოგადოების მართვას განახორციელებს ელიტა, რომელიც შედგება პოეტ-გეებისგან. ახალ ჰომოეროტიკულ საზოგადოებაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების პრეტენდენტების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება მათი ბერძნული ვნებით გატაცება. ყოველი ჰეტეროსექსუალური ავხორცობით დასნებოვნებული პირი ავტომატურად მოხსნილი იქნება თანამდებობიდან. ყველა კაცი, რომელიც დაიჟინებს სულელურ ჰეტეროსექსუალურობას, გასამართლდება ჰომოსექსუალთა მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ და გახდება შეუმჩნეველი.
ჩვენ გადავწერთ ისტორიას, რომელიც თქვენ გაავსეთ და დაამცრეთ თქვენი ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და დამახინჯებებით. ჩვენ აღვწერთ დიადი ლიდერებისა და მოაზროვნეების ჰომოსექსუალიზმს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიო. ჩვენ მოვახდენთ ჰომოსექსუალიზმის, ინტელექტუალურობისა და შემოქმედების უწყვეტი კავშირის დემონსტრირებას, ჰომოსექსუალიზმისა, როგორც საწინდარისა ჭეშმარიტი კეთილშობილებისა და ნამდვილი სილამაზისა მამაკაცში.
ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვამოძრავებს დაჩაგრულთა მწარე ტანჯვა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იძულებულნი არიან, ითამაშონ საცოდავი, მეორეხარისხოვანი როლი თქვენს უგემოვნო ჰეტეროსექსუალურ შოუში. ჩვენც შეგვიძლია იარაღის სროლა და ბარიკადების აღმართვა. იკანკალე, ჰეტერო ღორო, როდესაც ჩვენ გამოვჩნდებით ნიღბების გარეშე.
მაიკლ სვიფტი
1987 წელი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“