გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პარაფსიქოლოგი ლატავრა ალთუნაშვილი ვიზუალიზაციის ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და მკითველს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, სურვილები რომ აუხდეთ:
„იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო ცვლილებებზე, მხოლოდ დადებითზე და წარმოიდგინეთ ის, რაც გსურთ. დაიმახსოვრეთ, რომ ვიზუალიზაციის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია ჩაძინებისა და გაღვიძების მომენტი. იზრუნეთ, რომ თქვენი გული და გონება დადებით ინერგიას ასხივებდეს, თქვენ კი ყოველთვის კონკრეტულად უნდა იცოდეთ რა გინდათ: ფული, მოგზაურობა, თუ მეგობრის გამოჯანმრთელება. სანამ თქვენს სურვილს ქაღალდზე დაწერდეთ და მასზე ვიზუალიზაციას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით, ეს ნატვრა რამდენად გაგხდით უფრო უკეთესად და მოგცემთ პროგრესის საშუალებას. გახსოვდეთ, რომ თქვენთან მოდის ის, რაზეც ფიქრობთ და რასაც განიცდით. ამიტომ, ეს უნდა იყოს მხოლოდ კარგი და რაც მთავარია, კონკრეტული. თუ ოცნებები ერთმანეთში აგებნევათ, სურვილთა ასრულებაც დააყოვნებს, ამიტომაც ვიზუალიზაციის დროს დააკონკრეტეთ, რა გჭირდებათ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. არასოდეს თქვათ, მე მინდა ბევრი ფული, ეს აბსურდია. ინატრეთ, რამდენიც გინდათ და არ დაგავიწყდეთ მისი გადანაწილება ყოველივე იმაზე, რისთვისაც გჭირდებათ. დავუშვათ, სესხს იღებთ ბანკიდან, ხომ აკონკრეტებთ, რაში გჭირდებათ ეს ფული, ასე დაუკონკრეტეთ განგებას, რა გინდათ. ვიზუალიზაციისთვის საჭიროა, რომ დაწეროთ ის თანხა, რამდენიც გინდათ და თქვენს საძინებელში გააკრათ. ყოველდღე შეხედეთ და აავსეთ დადებითი ენერგიით, წარმოიდგინეთ, როგორ მოდის თქვენთან ეს თანხა, იგრძენით ეს ყოველივე. ეს მოთხოვნა თქვენს ენერგიაში უნდა დაჯდეს და რაც მთავარია, უნდა დაიჯეროთ, რომ ამ თანხის მიღების ღირსი ხართ, რათა განგებამაც დაიჯეროს. გაითვალისწინეთ, რომ ბანკში სესხს აძლევენ დამაჯერებლობის მიხედვით, თუ რამდენად სანდო პარტნიორი ხართ. ასეა ბუნებაშიც, თუ თქვენ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად იფიქრებთ დადებითზე, პოზიტიურზე და საკუთარ ოცნებას დააკონკრეტებთ და ამ ოცნების ვიზუალიზაციას მოახდენთ, გაოცდებით, რამდენად ჩქარა მიაღწევთ სასურველ შედეგს“, -აცხადებს ის.