რეგიონები
ნატანებსა და წვერმაღალაში მეწყერი ჩამოწვა
19 აგვისტო, 2013. 12:42
ორდღიანი, გადაუღებელი წვიმების შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფლებში - ნატანები და წვერმაღალა მეწყერი ჩამოწვა. წვერმაღალაში ავთანდილ გულიტაშვილის ექვს სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
ოჯახის ყველა წევრმა სახლი დროულად დატოვა და არავინ დაშავებულა. სახლში კი ამ დრომდე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან.
როგორც ოზურგეთის გამგებელი, კოტე შარაშენიძე აცხადებს, ოჯახს აუცილებლად დაეხმარებიან, ამ ეტაპზე კი, გეოლოგები შეისწავლიან შეიძლება თუ არა ამავე ტერიტორიაზე ახალი სახლის აშენება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57