დღეს, „ოლდ ტრაფორდზე" 22:45 საათზე „მანჩესტერ იუნაიტედი" „ჰალ სიტის" უმასპინძლებს. მანჩესტერელები 60 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, რაც შეეხება მათ მეტოქეს, იორკშირელები 37 ქულით მე-15 ადგილს ჯერდებიან.
„მანიუს" მენეჯერმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ რუნი ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა. ინგლისელმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო წინა ტურის მატჩიც გამოტოვა, „სანდერლენდეის" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, „წითელ ეშმაკებს" ამ მატჩში კლუბის საუკეთესო ფორვარდის გარეშე თამაში მოუწევთ.
„რუნი „ჰალ სიტისთან" თამაშში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა გამოჯანმრთელება. ჩვენ განვაგრძობთ მის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას", - განაცხადა გიგზმა MUTV-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ უეინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და საკუთარ ანგარიშს 17 გოლი მიუთვალა.