სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტება გააკეთა. უწმინდესის თქმით არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს.
პატრიარქის თქმით, საქართველოში არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო და ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა.