reportiori.ge - ილია მეორე: როდესაც ამდენ განსაცდელს ვხედავთ, ჩვენ გვესმის ხმა უფლისა- "საქართველოვ, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთან არის"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:36
რელიგია
ილია მეორე: როდესაც ამდენ განსაცდელს ვხედავთ, ჩვენ გვესმის ხმა უფლისა- "საქართველოვ, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთან არის"
06 მაისი, 2014. 14:41


სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე ლიტურგია, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენდა, დასრულდა. წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და მრევლს გიორგობა მიულოცა:


"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გიორგობას და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით მშვიდობა მოგმადლოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ჩვენს ეკლესიას", - განაცხადა  პატრიარქმა.


მისი თქმით, დღეს დიდი დღესასწაულია, ვინაიდან წმინდა გიორგი უფლის სახელით აწამეს.


"დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ წამების სიდიადეს, წამების შედეგს. ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება, იმპერატორი დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი. თითქოს ორივე იცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. წმინდა გიორგის მხარეს არის ჭეშმარიტება", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქის თქმით, წმინდა გიორგი ღვთის მფარველობას მუდამ გრძნობდა, მაგრამ დგება ისეთი წუთები, როდესაც თითქოს ღმერთი ტოვებს ადამიანს:


"როცა სისხლმდინარე წმინდა გიორგი შეიყვანეს საკანში და სისხლისგან იცლებოდა, წმინდა გიორგის გაახსენდა მაცხოვრის სიტყვები - "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამტოვე მე", სინამდვილეში წმინდა გიორგი მარტო არ ყოფილა, მას მოესმა ხმა ღვთისა - "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარ". ჩვენც როდესაც ვხედავთ ამდენ განსაცდელს, ამდენ უსამართლობას, ჩვენც გვესმის ხმა უფლისა- "საქართველოვ, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთან არის", - ბრძანა უწმინდესმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016