წუხელ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩი, „კრისტალ პალასი" - „ლივერპული" გაიმართა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-18 წუთზე, გულშემატკივარმა პირველი გოლი იხილა. კუთხურიდან ჯერარდის მოწოდებულ ბურთს ჯო ალენმა თავი კარგად დაუხვედრა და ანგარიში გახსნა - 0:1.
მატჩის მეორე ნახევარში მერსესაიდელებმა მეტოქეზე წნეხი უფრო გაზარდეს. 53-ე წუთზე დენიელ სტარიჯის ზუსტი დარტყმით „ლივერპულმა" სხვაობა გაზარდა - 0:2. ზუსტად 2 წუთში, ლუის სუარესმა უპირატესობა სამამდე გაზარდა - 0:3.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ის, რასაც ალბათ არავინ ელოდა. 79-ე წუთზე, დამიენ დელანეის დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და მინოლეს კარის ბადეში გაეხვია - 1:3. 81-ე და 88-ე წუთზე გეილმა დუბლი შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 3:3 დააფიქსირა.
მერსესაიდელები შინ 1 ქულით დაბრუნდნენ. სატურნირო ცხრილში „ლივერპულმა" 81 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ 80 ქულით მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც ხვალ, 7 მაისს, „ასტონ ვილას" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავს.