reportiori.ge - „უმძიმესი ფოტორეპორტაჟი ოდესიდან!“ (+18)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 08:03
პრეს-დაიჯესტი
„უმძიმესი ფოტორეპორტაჟი ოდესიდან!“ (+18)
ავტორი:
06 მაისი, 2014. 15:42

ოდესის მოვლენები გუშინ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო სამსახურების ყურადღების ცენტში მოექცა. ამის მიზეზი, სამწუხაროდ, 40 დაღუპული და ასზე მეტი მძიმედ დაჭრილი ადამიანი გახდა.

,,კვირა" მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად გთავაზობთ:
ორ ბანაკად გაყოფილ ოდესაში ,,პრორუსული"და ,,პროუკრაინული" მიტინგები გუშინდელ დღემდე პარალელურად ტარდებოდა. პატარ-პატარა შეხლა-შემოხლის გარდა, სერიოზული დაპირისპირებები არ მომხდარა. 1 მაისს პრორუსების მომხრეებმა ქალაქში პატარა აღლუმიც კი მოაწყვეს, რომლისთვისაც ხელი არავის შეუშლია. მათ ასევე ოდესის ერთ-ერთ მოედანზე ბანაკი ,,კულიკოვოს ველი" გაშალეს, რომელიც მათი შეკრების ძირითადი ადგილი გახდა. მათ ბანაკში, გუშინდელ მოვლენებამდე ერთი დღით ადრე განხეთქილება მოხდა და ის ორ ნაწილად გაიყო.


როგორც ახლა ირკვევა, განხეთქილების მიზეზი გუშინ მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით შექმნილი უთანხმოება გახდა.
მივყვეთ მოვლენებს:


გუშინ ოდესაში ხარკოვის და ოდესის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. საფეხბურთო კლუბების ფანები ,,უკრაინის ერთიანობის" სახელით მსვლელობის ჩატარებას გეგმავდნენ, რომელიც შემდეგ სტადიონზე დასრულდებოდა. ასეც მოხდა, თუმცა სტადიონისკენ მიმავალ გულშემატკივრებს ჟუკოვსკის ქუჩის კუთხეში შეიარაღებული ხალხის ჯგუფი დახვდა. მათ ნიღბები და ჩაფხუტები ეკეთათ, ხოლო ხელში ნაჯახები, ჯოხები, დანები და წვეტიანი საგნები ეჭირათ, მკლავებზე კი წითელი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული.

 

 

 

 

 

 

სტადიონისკენ მიმავალი ხალხი ჟუკოვსკის ქუჩისკენ გაიქცა, თუმცა მათ წინ ავტომატიანი .. ბანდეროვცები დახვდნენ. იქ, სადაც გასასვლელი ნახეს, გზა ხალხის მასამ გადაუღობათ.

 

 

 

იქვე მაიდნის თავდაცვის შტაბი მდებარეობს, თუმცა ავტომატებით შეიარაღებული უამრავი ადამიანისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ხალხმა ქუჩაში გაჩერებული ავტომანქანა დალეწა, რომელსაც უკრაინის დროშისფერი ლენტი ეკეთა.

 

 

 

 

ამ დროს მილიციაც მოვიდა. ხალხი მათ ემოციურად უყვიროდა. იქვე ავტომატებით შეიარაღებული უამრავი ადამიანი იყო, თუმცა პოლიციას ამაზე რაეაქცია არ ჰქონდა.

 

 

მათ გასავლელთან კორდონი გააკეთეს და ფაქტი იყო, არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ.

 

 

შეჯგუფებულმა ხალხმა ჰიმნის მღერა დაიწყო.

 

 

 

არავის მოსვლია აზრად ხალხი გაეყვანა და შეიარაღებული ადამიანებისგან დაეცვა. ამ დროს საბერძნეთის ქუჩიდან ერთ მწკრივად განლაგებული ,,მაიდნის თავდაცვაგამოჩნდა.

 

 

 

ხუთი წუთის შემდეგ საბერძნეთის მოედანზებოევიკებიგამოჩნდნენ. მათ შეჩერებას მილიცია შეეცადა, თუმცა ამაოდ. მოწინააღმდეგეების დანახვაზე მათკენ ფეხბურთის ფანები დაიძრნენ. ქუჩა კვამლით დაიფარა. მილიციამ ,,ნეიტრალური ზოლისშექმნა მოახერხა, პროუკრაინელმა აქტივისტებმა საბერძნეთის მოედნის დიდი ნაწილი დაიკავეს.

 

 

 

 

 

 

 

 

გარკვეული პაუზის შემდეგ ხალხი ერთმანეთს დაერია. მათ ტროტუარების დაშლა დაიწყეს.

 

 

 

შემთხვევის ადგილისკენ მილიციის მანქანები დაიძრნენ. გარშემო ქუჩები ჯერ გადაკეტილი არ იყო.

 

 

ხალხი მოედანზე სიტუაციის განმუხტვას ელოდა.

 

 

პრორუსმა აქტივისტებმა სანაგვე კონტეინერებისგან ბარიკადების აგება დაიწყეს.

 

 

პრეობრაჟენსკის მოედანზე აქტივისტების ჯგუფმა საბერძნეთის მოედნისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. შემდგომ ისინი დაშავებულებს დიდ დახმარებას უწევდნენ. დაიკეტა მაღაზიები.

 

 

 

ამ დროს დერიბასოვსკის მოედანზე უკვე მიმდინარეობდა პატარ-პატარა შეტაკებები. უკრაინელი აქტივისტები, ძირითადად, ფეხბურთის ფანები და რუსი აქტივისტები ერთმანეთს დასდევდნენ, უკვე იყვნენ დაჭრილები, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს მიჰყავდათ.

 

 

 

ამ დროს გამოჩნდა შეიარაღებული ხალხი, რომელთაც ხელშიმოლოტოვის კოქტეილებიეჭირათ.

 

 

 

მილიციის ქმედებას ,,უცნაურისგარდა სხვას ვერაფერს დაარქმევდი. ისინი ფაქტობრივად პრორუს ბოევიკებთან ერთად მოქმედებდნენ.

 

 

 

მილიციის ფარებს მოფარებული შეიარაღებული ხალხი ისვრის.

 

 

 

 

ამ დროს ტერიტორიას ფეხბურთის ფანები მიაწყდნენ. „ბოევიკებიკვლავ მილიციის ფარებს ამოეფარნენ.

 

 

 

მილიციამ და ბოევიკებმა უკან, გზაჯვარედინისკენ დაიხიეს.

 

 

 

ბრძოლებმა საბერძნეთის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მილიციელთა კორდონი ეკიპირების გარეშე იდგა.

 

 

 

ამ მომენტიდან პრორუსმა ბოევიკებმა ალყა შემოარტყეს სავაჭრო ცენტრს.

 

 

 

 

 

ცეცხლი მოედო კინოთეატრს და გადასაადგილებელი ბარიკადის მიზნით ხელში ჩაიგდეს სახანძრო მანქანა. დაიჭრა ბევრი ადამიანი, ისინი სასწრაფოებს გაჰყავდათ.

 

 

 

მაიდნის თავდაცვა ცდილობდა, ნაცემიბოევიკებიცდაეცვათ და მათაც სასწრაფოებში სვამდნენ. უკვე გავრცელდა ხმა 6 დაღუპულის შესახებ.

 

 

 

 

 

ქუჩები ასე გამოიყურებოდა.

 

 

 

 

 

ხალხი კულიკოვოს მოედნისკენ დაიძრა, სადაც პრორუსი აქტივისტები იყვნენ განლაგებულნი.

 

 

 

გზაში ხალხი რუსეთის პარტიის ბილბორდებს ანადგურებს.

 

 

 

 

 

 

კულიკოვოს მოედანზე ბარიკადები აღიმართა. შენობების სახურავებზე მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებული აქტივისტები სხედან.

 

 

 

 

კარვებს ცეცხლი მოედო.

 

 

 

პრორუსი აქტივისტის მიყვანას მილიციასთან აპირებენ, თუმცა მოედანზე მილიცია არ იმყოფება.

 

 

 

უკრაინელი აქტივისტები შენობის აღებას ცდილობენ, ყველა მხრიდან ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. ხანძარი შენობის დერეფანში გაჩნდა. შენობას რამდენიმე გასასვლელი აქვს, ამიტომ სიტუაციას კრიტიკულად არ მიიჩნევენ.

 

 

 

 

მალე ცეცხლი მეორე სართულზეც გაჩნდა.

 

 

 

შენობიდან ადამიანები გადმოხტომას ცდილობდნენ, რამდენიმე გადმოხტა კიდეც.

 

 

 

 

 

 

 

ისინი, ვინც შტურმის დროს დააკავეს, ქუჩაში გამოჰყავდათ. იყვნენ ნაცემები, თუმცაცოცხლები. ვინც გაქცევას შეეცდებოდა, ხალხი სასტიკად უსწორდებოდა.

 

 

 

 

 

 

რომ არ ყოფილიყვნენ უბრალო ოდესელები და ზოგიერთი მებრძოლები, რომლებიც პრორუსი აქტივისტებისგან ხალხის დაცვას ცდილობდნენ, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ამ დროს შენობა უკვე იწვოდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თუმცა შენობაში ბრძოლები მიდიოდა.

 

 

 

 

შედეგი: 40 დაღუპული, ასობით ადამიანი საავადმყოფოში.

 

 

 

 

 

 

 

კითხვა უამრავია: ვინ გაუკეთა ორგანიზება პრორუსი მებრძოლების შეკრებას, რომლებიც თავს დაესხნენ პროუკრაინელების მიტინგს? რატომ არ აღკვეთა მილიციამ მათი ქმედება? რატომ არ იჭერდნენ არავის? რატომ თანამშრომლობდა მილიციაბოევიკებთან?

 

 

 

(წყარო: kvira.ge)

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016