სპორტი
ფედერერმა მადრიდის ტურნირი დატოვა
ავტორი: გიორგი კინტირაია
06 მაისი, 2014. 17:49
ჯოკოვიჩის შემდეგ მადრიდის ტურნირი თავისი ნებით როჯერ ფედერერმაც დატოვა. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა ასპარეზობა მაჯის ტრავმის გამო ვერ შეძლო. ფედერერს კი ოჯახთან დაკავშირებული მიზეზი გააჩნია.
ჩოგბურთელის ოჯახში მატებაა. მეუღლე მალე მესამე შვილს აჩუქებს. შვეიცარიელს ტურნირის დატოვება მოუწია, რათა მშობიარობას დაესწროს.
„დიდ ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. მადრიდში შემდეგ წელს დაბრუნებას ვიმედოვნებ. სახლთან ახლოს განვაგრძობ ვარჯიშს. მოუთმენლად დაველოდები მომავალ ასპარეზობას", - განაცხადა ფედერერმა facebook-ის საკუთარ კედელზე.
მადრიდის ტურნირის მეორე ეტაპზე ფედერერს ფრანგი ჟილ სიმონის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19