პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის უკანასკნელი მატჩი „ვალიადოლიდსა" და მადრიდის „რეალს" შორის გაიმართება. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს „ატლეტიკო" იკავებს (88 ქულით), ხოლო მეორე ადგილზე ამ დროისათვის კატალონიის „ბარსელონაა" (85 ქულით). თუ „რეალი" ამ მატჩს დათმობს, ტიტულის მოპოვების ყველანაირ შანსს დაკარგავს.
„თუ, „ვალიადოლიდის" წინააღმდეგ 3 ქულას ვერ ავიღებთ, ტიტულის მოსაპოვებლად ყველანაირ შანსს დავკარგავთ. დარჩენილ სამივე შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ - ეს ჩემპიონობის ერთადერთი ვარიანტია.
ძალიან რთული თამაში გველის, რადგან ეს საკვანძო თამაშია ორივე გუნდისთვის. რთულია ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.
რონალდუ დაიღალა, მაგრამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება ბეილს და კარვახალს, ისინი მოედანზე არ გავლენ", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.