reportiori.ge - მწერალთა სახლის რეაბილიტაცია იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:15
კულტურა
მწერალთა სახლის რეაბილიტაცია იწყება
ავტორი: ანა ნოდია
07 მაისი, 2014. 11:11


დღეს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მწერალთა სახლს ეწვევა.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის  ინიციატივით, მწერალთა სახლის რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიან პროექტზე მუშაობა დაიწყო. კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული სამუშაოების კოორდინაციას.



სოლოლაკში, გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილი შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია.


დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქალაქის თვითმმართველობისათვის გადაეცათ, სადაც სამხატვრო გალერეას ან ხელოვნების მუზეუმს მოაწყობდნენ. 1916 წლიდან სასახლეში ცნობილი კომერსანტი აკაკი ხოშტარია ცხოვრობდა.


1921 წლის 28 თებერვლის დადგენილებით ეს უნიკალური შენობა  ქართველ მწერლებსა და ხელოვნების მუშაკებს გადაეცათ. მოგვიანებით ამ შენობაში „მწერალთა კავშირი" განთავსდა.


„მწერალთა კავშირი" XX ს-ის საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების ეპიცენტრი იყო და დღემდე უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016