გუშინ საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის ქვედა ექვსეულის მატჩები გაიმართა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, გუნდებმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთში შემოგვთავაზეს.
„მერანი" (მარტვილი) - „ვიტ ჯორჯია" (თბილისი) 0:2
„მცხეთა პარკზე" თბილისის „ვიტ ჯორჯიამ" უმაღლესი ლიგის ფსკერზე მყოფ, განწირულ „მერანს" 2:0 სძლია. გოლები მარტვილელთა კარში ბადრი დემეტრაშვილმა (36') და შოთა დავლაშელიძემ (39') გაიტანეს.
„დილა" (გორი) - „ტორპედო" ქუთაისი 3:0
გორის „დილამ" თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. ქუთაისელთა კარი დავით რაჟამაშვილმა (1'), ნიკოლოზ სადაღაშვილმა (14') და გიორგი ქვილითაიამ (88') აიღეს.
„ზუგდიდი" (ზუგდიდი) - „სპარტაკი" (ცხინვალი) 1:0
„ზუგდიდმა" განმუხურის სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკს" უმასპინძლა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა - 1:0. ცხინვალელთა კარი დავით კირკიტაძემ (42') დალაშქრა. ამ გამარჯვების წყალობით, 30 ქულით, ბოლოს წინა ადგილზე მყოფმა მეგრელებმა ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნეს.