reportiori.ge - „ზუგდიდმა“ ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:41
სპორტი
„ზუგდიდმა“ ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა
07 მაისი, 2014. 15:13


გუშინ საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის ქვედა ექვსეულის მატჩები გაიმართა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, გუნდებმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთში შემოგვთავაზეს.



„მერანი" (მარტვილი) - „ვიტ ჯორჯია" (თბილისი)   0:2



„მცხეთა პარკზე" თბილისის „ვიტ ჯორჯიამ" უმაღლესი ლიგის ფსკერზე მყოფ, განწირულ „მერანს" 2:0 სძლია. გოლები მარტვილელთა კარში ბადრი დემეტრაშვილმა (36') და შოთა დავლაშელიძემ (39') გაიტანეს.



„დილა" (გორი) - „ტორპედო" ქუთაისი   3:0



გორის „დილამ" თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. ქუთაისელთა კარი დავით რაჟამაშვილმა (1'), ნიკოლოზ სადაღაშვილმა (14') და გიორგი ქვილითაიამ (88') აიღეს.


„ზუგდიდი" (ზუგდიდი) - „სპარტაკი" (ცხინვალი)   1:0



„ზუგდიდმა" განმუხურის  სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკს" უმასპინძლა და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა - 1:0. ცხინვალელთა კარი დავით კირკიტაძემ (42') დალაშქრა. ამ გამარჯვების წყალობით, 30 ქულით, ბოლოს წინა ადგილზე მყოფმა მეგრელებმა ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016