„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გვაქვს პრობლემები რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“-განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ენერგეტიკის მინისტრმა.
კახა კალაძემ, კონფერენციაზე ახალი პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში 44 სოფელი ელექტროენერგიით მომარაგდება. სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და წელიწად-ნახევარში დასრულდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოთხი სოფლის რეაბილიტაცია უკვე მოხდა, ესენია: დმანისის რაიონის სოფელი მამიშლარი, ქარელის რაიონის სოფელი იმერხევი, ახმეტის რაიონის სოფელი ჭართალა და დუშეთის რაიონის სოფელი შატილი.
აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 9 მილიონ დოლარს შეადგნს. ოთხი სოფლის რეაბილიტაციისთვის კი 400 000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა.