სპორტი
მადრიდის ტურნირს ვავრინკაც გამოეთიშა
ავტორი: გიორგი კინტირაია
07 მაისი, 2014. 15:15
„მასტერზ1000"-ის წლევანდელ გათამაშებას ნოვან ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი თავიანთი სურვილით გამოეთიშნენ. თავის მხრივ , მადრიდში თავისი პირველი მატჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა სტანისლავ ვავრინკამ დათმო. „მასტერზ1000" რეიტინგით პირველი სამი ჩოგნის გარეშე გაგრძელდება.
ვავრინკამ 70-ე ადგილზე მყოფ 20 წლის ავსტრიელ დომინიკ ტიმთან იგემა მარცხი - 6:1, 2:6, 4:6. აღსანიშნავია, რომ ვავრინკა და ტიმი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. დომინიკი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია top 100-ში. დაპირისპირება საათსა და 45 წუთს გრძელდებოდა.
„დამაჯერებლად ვერ გამოვიყურებოდი. მეტოქე აქტიურად თამაშობდა და მოგება ნამდვილად დაიმსახურა. ტიმს კარგად ვიცნობ. იგი მაღალი დონის ჩოგბურთელი დადგება", - განაცხადა ვავრინკამ მატჩის შემდეგ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19