reportiori.ge - ლადო ბედუკაძე: ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ღარიბაშვილისა და ჭიკაიძის წინააღმდეგაა მიმართული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:49
ინტერვიუ
ლადო ბედუკაძე: ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ღარიბაშვილისა და ჭიკაიძის წინააღმდეგაა მიმართული!
07 მაისი, 2014. 17:21


„რეპორტიორთან" საუბარში ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ს მიერ გაკეთებული განცხადება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბოლო დროს აგორებული კამპანია „ეს შენ გეხებას"  სატელევიზიო  კლიპებთან  დაკავშირებით,  შსს-ს და  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ლადო ბედუკაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:


-რას ფიქრობთ „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ  მათ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას ფარულად უსმენენ?


-ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გაცხადდეს, რომ ბოლო დროს აგორებული კამპანია მოსმენებთან, ჩანაწერებთან, თუნდაც  „ეს შენ გეხებას"  სატელევიზიო  კლიპებთან  დაკავშირებით  არის უშუალოდ  შსს-ს და  პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული  გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მართვადი მადისკრედეტირებელი კამპანია.


-ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიაში ფარული მოსმენები მიმდინარეობს  და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

 

-ის, რომ  ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო მოსმენების  მანკიერი ქმედება, შს მინისტრი  თუ  პრემიერი უნდა გადადგეს,  გამოძიების გარეშე  გარკვეული დასკვნების გამოტანა   და ა.შ.  -საფუძველს მოკლებულია.  რეალური მტკიცებულებები , რომ  ხელისუფლება უკანონო მოსმენებშია ჩარეული, არ არსებობს.   წინა ხელისუფლების მმართველობის დროს რეალურად  ხდებოდა მოსმენები, იქმნებოდა  აუდიო,  თუ  მაკომპრომიტერებელი ვიდეო მასალები და  ამის შედეგი სახეზე გახლდათ - დაშინებული, დატერორებული საზოგადოება,  ევროპის მასშტაბით სამეულში მყოფი  და  გადავსებული ციხეები, კონტროლირებადი  მედიაგარემო,  დაშინებული ბიზნესი და ა.შ.  სწორედ  მოქმედი ხელისუფლების ინიციატივით  გადაიგზავნა სააკაშვილის რეჟიმის დროს შექმნილი უკანონო ჩანაწერების დიდი ნაწილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო  მასალა, სადაც ძირითადად ინტიმური სცენები  გახლდათ  ასახული და შეიცავდა არაიდენტიფიცირებად პირებს-  განადგურდა.


- გვარამიას თქმით, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს...


-სრული მარაზმი! ტაკიმასხარაობა! იქნებ მერაბიშვილის დროინდელი დამონტაჟებული, ან შესაძლოა თავად გვარამიას თვითშემოქმედებაა! გვარამია (ყოფილი მთავარი პროკურორი) ბოდიშს იხდის, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, თუმცა დაბეჯითებით იცის, რომ ყველა ის ჩანაწერი, რომელიც მისთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად! ბრავო!


-როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?

 

-რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, როდესაც გარკვეული  პოლიტიკური სპექტრი, რომელიც აშკარად ჩასაფრებული პოზიციიდანაა, ხელისუფლების შეცდომებზე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად შეხმატკბილებულად უტევს?! ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცდომას ნაკლებად ვხედავ. სწორია, რომ გამოძიება დაიწყო. შემდგომი ნაბიჯი ალბათ ამ  პროვოკაციის დამდგმელთა გამოვლენა იქნება. გამოძიების გარეშე რაიმე დასკვნების დადება მცდარი პოზიცია იქნებოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016