როგორც El Mundo Deportivo იუწყება, „ჩელსის" მეკარემ, რომელიც ამჟამად არენდის წესით მადრიდის „ატლეტიკოს" მაისურით ასპარეზობს, კარიერის „ბარსელონაში" გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
წყაროს ცნობით, ბელგიელი პირადად მიმართავს „ჩელსის" ხელმძღვანელობას, რომ კატალონიურ კლუბს მიჰყიდონ.
აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა უკვე მოძებნეს ვიქტორ ვალდესის შემცვლელი,რომელიც უკანასკნელი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს კატალონიას. „ბარსას" კარის დარაჯი მიუნხენგლადბახის „ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება, თუმცა ტიბო კურტუა ამან არ დააფრთხო. იგი გერმანელისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას აპირებს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 წლის მეკარემ „ატლეტიკოს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20-ში კარი სუფთად შეინახა.