reportiori.ge - ეთერ და გოჩა ჭკადუების „სიყვარულის ბომბები“ მუქი ფერების და სიძულვილის საწინააღმდეგოდ! (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:48
კულტურა
ეთერ და გოჩა ჭკადუების „სიყვარულის ბომბები“ მუქი ფერების და სიძულვილის საწინააღმდეგოდ! (ფოტოკოლაჟი)
07 მაისი, 2014. 18:32


Love bombs" ასე ჰქვია ცნობილი მხატვრის ეთერ ჭკადუასა და მისი ძმის, გოჩა ჭკადუას ახალ ნამუშევრებს, რომელსაც ქართული საზოგადოება 20 მაისისთვის დღის სინათლეზე იხილავს. მანამდე კი ის უკვე გახდა პოპულარული ხელოვნების წრეებში. ცნობილმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქსესუარები უკვე მოირგეს და ფოტოკამერის წინ იპოზიორეს.


„რეპორტიორი" იდეის ხორცშემსხმელს, ქალბატონ ეთერ ჭკადუას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფერადი ბომბების შექმნის იდეა მის ძმას - გოჩა ჭკადუას დაახლოებით 10 წლის წინ გაუჩნდა.

 

Love bombs"-ის დიზაინი ჩემს ძმას, გოჩას ეკუთვნის. დაახლოებით 10 წლის წინ მოიგონა. გადავწყვიტე, რომ ეს „ბომბები" ყელსაბამებად, სამაჯურებად, ძაღლის საყელურებად და სხვადასხვა აქსესუარად გადამექცია. მის სახელწოდებას „სიყვარულის ბომბები" რა თქმა უნდა სხვა დატვირთვა აქვს. ხალხში ერთმანეთისადმი სიძულვილის, მტრული განწყობისათვის „სიყვარულის ბომბები" გვინდოდა დაგვეპირისპირებინა. 20 მაისს „ქარვასლაში"ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მიბრძნდეს და ახლადგახსნილ მაღაზიაში ადგილზე ნახოს ეს ყველაფერი. გაყიდვაში იქნება. ასევე ბესიკის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე მაღაზიებშიც გაიყიდება. ჩემს მეგობრებს ძალიან მოეწონათ ეს ნამუშევრები და გადავწყვიტეთ ფოტოგადაღებები მოგვეწყო. ყველამ აიტაცა და ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. 10 მაისს „სიყვარულის ბომბების" გარდა იქნება წარმოდგენილი პოლიეთილენის ყვავილები, რომლებიც გოჩამ საკუთარი ხელით გააკეთა. მე უბრალოდ იდეის დონეზე ვერევი ამ ყველაფერში. ასევე იქნება ფერადი კაბები, რომელიც ჩემმა ფსიქოლოგმა მეგობარმა ყაისნაღით მოქსოვა. ყველაფერი არის მაქსიმალურად ფერადი და კარგი გაკეთებული. ხელით გაკეთებულია და ფერადი იმიტომ, რომ ყველაფერი მუქია ამ ბოლო დროს საქართველოში. გვინდოდა, რაც შეიძლება ფერადი და მკაფიო ფერები შემოგვეტანა, რათა კარგი განწყობა შეექმნა ფერებს", - განაცხადა მან.


ქართველმა მხატვარმა ეთერ ჭკადუამ უცხოეთში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ხელოვნების ექსპერტები მას ქართველ ფრიდა კალოდ მოიხსენიებენ. მისი ნახატები უცხოეთში საკმაოდ ძვირად იყიდება, დაახლოებით 10 000-დან 30 000 დოლარამდე ღირს. ამბობს, რომ მის შემოქმედებას კონცეპტუალური რეალიზმი ჰქვია, არის უამრავი სამყაროსა და კულტურის სინთეზი. ამჟამად ნიუ-იორკსა და იამაიკაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ქართული კულტურის ელჩია უცხოეთში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016