კატალონიელთა თავდამსხმელმა კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის ერთ-ერთ პირობად „მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, სერხიო აგუეროს ყიდვა სთხოვა. არგენტინელს თავის თანამოქალაქესთან შერწყმა საკლუბო დონეზეც სურს.
საინფორმაციო საშუალებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალაპარაკდნენ , რომ მესი „ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ბონუსების ჩათვლით, წლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს.
მესის აზრით, სერხიოს გადმოსვლა კლუბს საგრძნობლად გააძლიერებს და ახალ ტიტულებს მოაპოვებინებს.
თანამედროვე ფეხბურთში თანამოქალაქეთა ტანდემები დიდი პოპულარობით სარგებლობს. როცა დუეტი ორ ფრონტზე ერთად იბრძვის, შეთამაშებულნი გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითი „ბარსელონას" ხავისა და ინიესტას სახით ჰყავს. ვნახოთ რამდენად შეძლებენ კატალონიელები „სიტისგან" აგუეროს გადმობირებას.