reportiori.ge - ტიკი-ტაკა - „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფია (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:39
სპორტი
ტიკი-ტაკა - „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფია (ვიდეო)
07 მაისი, 2014. 18:05

პეპ გვარდიოლას მოსვლის დღიდან, კატალონიის „ბარსელონა" მსოფლიომ სხვა კუთხით გაიცნო. ახალი სტილი „ტიკი-ტაკად" მოიხსენიება. ეს არის ყველასათვის კარგად ცნობილი „კვადრატის" (ერთი შეხებით) მოდერნიზებული და გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც კატალონიელებმა ერთგვარ საფეხბურთო ფილოსოფიად გადააქციეს.



ეს ნამდვილად არ გახლავთ 3-4 წლის წინ დაწყებული პროექტი. „ბარსელონას" აკადემიამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც ამგვარი საფეხბურთო ფილოსოფია დანერგა. აკადემიაში მსგავსი სტილით თამაში ისწავლებოდა გვარდიოლას გამწვრთნელებამდეც. პეპმა კი მთელი თამაში ააგო მასზე მარტივი გამართლებით: „გოლი რომ გაგიტანონ, ბურთს უნდა დაეუფლონ", „ბარსელონა" კი, არავისთვის ახალი არაა, რომ ნებისმიერ თამაშში დომინირებს ბურთის ფლობის თვალსაზრისით.



„ტიკი-ტაკამ" მთავარი ელემენტები ფუტსალიდან ისესხა. ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობას ჰგონია, რომ „ზუსტი პასია" ამ ტაქტიკის მთავარი მოთხოვნილება, რაზეც „ბარსას" აკადემიამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ზუსტი პასის გაკეთება აუცილებელია, მაგრამ უფრო რთული ძლიერი პასის მიღებაა. ძლიერ პასს მეტოქე ვერ ჩაჭრის, მისი მიღება კი უმრავლესობისთვის შეუძლებელია. სწორად ამას ვასწავლით ჩვენ".



ამ ტაქტიკაზე კიდევ ბევრი საუბარია შესაძლებელი. გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელშიც „ბარსელონას" „ტიკი-ტაკას" ანალიზია მოცემული.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016