თბილისს ორდღიანი ვიზიტით "შტატეცრაფტ"-ის ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ ლაფაედნეის ხელმძღვანელობით უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაცის შეადგენლობაში "შტატეცრაფტ"-ის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტი ანდრიუს ბუტკევიჩუსი და "Rothschild"-ის სავაჭრო ბანკის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის მმართველი დირექტორი ვილიამ ველსი არიან.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს შეხვდნენ და ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ირაკლი შიხიაშვილი სტუმრებს მათთვის საინტერესო ყველა უწყებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დახმარებასა და დედაქალაქის თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიწოდებას დაჰპირდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუნიციპალური ფონდის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები დაესწრნენ.