reportiori.ge - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად არ გადაიქცეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:00
სხვადასხვა
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად არ გადაიქცეს!
08 მაისი, 2014. 11:30



მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა. მას სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული (სულ ცნობილია ამ ვირუსის 60-ზე მეტი სახეობა). მეჭეჭი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, უმეტესად კი ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.

 

არსებობს ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

 

არის შემთხვევები, როდესაც კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ავთვისებიანად გარდაიქმნება, ამიტომ მეჭეჭები ყურადღებასა და სიფრთხილეს საჭიროებს. მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.

 

 

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016