reportiori.ge - აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა საქართველოში უილიამ ჰეიგის ვიზიტით შეშფოთებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:01
კონფლიქტები
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა საქართველოში უილიამ ჰეიგის ვიზიტით შეშფოთებულია
08 მაისი, 2014. 12:09


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვია. მთელი დღის განმავლობაში იგი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.- განიხილავენ საქართველოს გაწევრიანების საკითხს NATO-სა და ევროკავშირში, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ, როგორც ცნობილია ჰეიგი სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.

 

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულმა განცხადებებმა არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს, რადგან ეს ყოველივე პირდაპირ ურტყამს აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს - პირველ რიგში აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხს.

დასავლეთმა  რუსეთისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ  გადაწყვიტა ქმედება. არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთიც უახლოეს მომავალში დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მსხვერპლი გახდეს. მოვლენების მსგავსი განვითარება, აამოქმედებს საქართველოს რევანშისტულ ძალებს, რომლებიც ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას და ძველებურად სოხუმის დაბრუნების იმედი აქვთ.

 

მსგავს სიტუაციაში, აფხაზეთის შემხვედრი ნაბიჯი იქნება ის, რომ აფხაზეთმა სამხედრო დახმარება რუსეთის ფედერაციას სთხოვოს. ასევე მოითხოვოს, სამხედრო ძალის შევსება რუსი ჯარისკაცებით აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე, რათა მოხდეს აფხაზეთში დესტაბილიზაციის წამოწყებყოველგვარი სურვილის ჩახშობა", - ნათქვამია განცხადებაში.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016