არასაპარლამენტო ოპოზიცია შიდა ქართლის გუბერნატორის გადადგომას ითხოვს. სოსო ბორცვაძე ზურაბ რუსიშვილს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს და მოითხოვს რუსიშვილმა გუბერნატორის პოსტი დაუყოვნებლივ დატოვოს.
აღნიშნულის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის გორის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
"იმის მაგივრად რომ გუბერნატორი დაკავებული იყოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით და ისმენდეს მათ გასაჭირს, ის დაკავებულია საარჩევნო კამპანიით და ფაქტიურად გუბერნატორის ადმინისტრაცია გადააქცია "ქართული ოცნების" შტაბად და აქედან გამომდინარე, მოვითხოვ მის გადადგომას. მას არავინ უშლის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, თუმცა გადადგეს, ან შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება", - აცხადებს სოსო ბორცვაძე.