მომღერალი თიკა ჯამბურია ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში ყვება, როგორ ემზადება მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძესთან ერთად პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგი ტურებისთვის:
„ ყველამ იცის, რომ რატი პროფესიონალი მოცეკვავეა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია. არასდროს ვკამათობთ. გარეგნულადაც სიმპათიურია, ბევრ გოგოს მოსწონს. რაც მთავარია ძლიერია, თავისუფლად მაფრიალებს, ჩემს წონას ერევა.
მე დიეტაზე ვარ, რატი კი -ძლიერ კვებაზე. ყველაფერს ვჭამ, არ ვშიმშილობ, უბრალოდ იმდენად ბევრს ვვარჯიშობ, რომ თავისთავად დავიკელი.
რატი: თიკამ წონაში რომ დაიკლო, ეს ჩემი დამსახურებაცაა. კვების რეჟიმი შევაცვლევინე. რაციონიდან ამოვაღებინე ცხიმიანი საკვები და ზედმეტად კალორიული რაღაცეები.
თიკა: მოკლედ, რატის დიეტაზე ვარ."
მომღერალი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.