სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფეხბურთის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრ დავით ყიფიანის განცხადებით, ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გეგმა, რომელშიც ყველა კომპონენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული, მათ შორის ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები.
"კარგია, რომ წამოვიდა ტენდენცია და შემოგვთავაზეს კიდევ რამდენიმე პროექტი. მინდა, ყველა ამ ადამიანს, „დინამოსა" და „ზესტაფონის" პრეზიდენტებს, ფედერაციას და მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადავუხადო, რომ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს. ყინული დაიძრა. ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, უნდა შევთავაზოთ ისეთი პროექტი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი, რომელიმე ლიგის გაზრდაზე და ამ პროექტში ეს გამოკვეთილად არ ჩანს. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გეგმა, რომელშიც ყველა კომპონენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით, დამთავრებული ეროვნული ნაკრებით. ეს არის ხედვა, რომელიც უნდა გაჩნდეს ქვეყანაში და რომელზეც უნდა აეწყოს ის დაფინანსება, რომელიც შედეგს მოუტანს ფეხბურთელებს, მსაჯებს და მენეჯერებს.
ყიფიანმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ყველაფრის შეჯერებამდე და საბოლოო პრტოექტის წარდგენამდე მოთმინებისკენ მოუწოდა.