reportiori.ge - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფეხბურთის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:53
სპორტი
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ფეხბურთის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
08 მაისი, 2014. 14:48


სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროში  ფეხბურთის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. მინისტრ  დავით ყიფიანის განცხადებით,  ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გეგმა, რომელშიც ყველა კომპონენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული, მათ შორის  ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები.


"კარგია, რომ წამოვიდა ტენდენცია და შემოგვთავაზეს კიდევ რამდენიმე პროექტი. მინდა, ყველა ამ ადამიანს, „დინამოსა" და „ზესტაფონის" პრეზიდენტებს, ფედერაციას და მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადავუხადო, რომ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს. ყინული დაიძრა. ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, უნდა შევთავაზოთ ისეთი პროექტი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი, რომელიმე ლიგის გაზრდაზე და ამ პროექტში ეს გამოკვეთილად არ ჩანს. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული გეგმა, რომელშიც ყველა კომპონენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით, დამთავრებული ეროვნული ნაკრებით. ეს არის ხედვა, რომელიც უნდა გაჩნდეს ქვეყანაში და რომელზეც უნდა აეწყოს ის დაფინანსება, რომელიც შედეგს მოუტანს ფეხბურთელებს, მსაჯებს და მენეჯერებს.

 

ყიფიანმა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ყველაფრის შეჯერებამდე და საბოლოო პრტოექტის წარდგენამდე მოთმინებისკენ მოუწოდა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016