რეგიონები
სტიქიამ დუშეთის რაიონის სოფლები დააზარალა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
08 მაისი, 2014. 15:34
დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილმა მასამ ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთი ჩაკეტა. არსებული ინფორმაციით, 7 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
გუშინ ღამე მდინარე იანტალო ადიდდა, გადმოვიდა ნაპირებზე და გზის სავალი ნაწილი მთლიანად დატბორა. ნალექმა დააზიანა ნათესები, დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57