reportiori.ge - მამა ანდრია: ეკლესიები შენდება შემოწირულობებით, ამიტომ ძნელია, ვინმეს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობის აღება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:30
რეგიონები
მამა ანდრია: ეკლესიები შენდება შემოწირულობებით, ამიტომ ძნელია, ვინმეს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობის აღება
08 მაისი, 2014. 15:45


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შესახებ მამა ანდრია თურმანიძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეკლესია შემოწირულობებით შენდებოდა და ძნელია, ვინმეს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობის აღება.


ფაქტი, რომელიც მოხდა, არის სამწუხარო და მტკივნეული. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მწუხარებას . ეს ბავშვები იყვნენ სტიქაროსნები და მშენებლობაზე მუშაობდნენ ენთუზიაზმით. არანაირ საზღაურს არ იღებდნენ. მშენებლობას მამა მარკოზი ბექაია ხელმძღვანელობდა,  რა გახდა  უბედური შემთხვევის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა მამა ანდრია თურმანიძემ.



მისივე განმარტებით, ეკლესიის მშენებლობა დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ტაძრის მშენებლობა დაიწყო სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.


ყველა მშენებლობას ყავს ზედამხედველი, პასუხისმგებლობის პირი. აქ მამა მარკოზი იყო ხელმძღვანელი, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას. მამა მარკოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. გული აწუხებს და ძნელია გასაუბრება, რადგან მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. არის ტაძრების მშენებლობები, სადაც საპატრიარქოდან, სამხატვრო საბჭოდან არის ბეჭედდასმული ნებართვა მშენებლობისა, თუმცა არ ვარ, კომპეტენტური აღნიშნული პროექტის შემთხვევაში როგორ იყო", - აღნიშნა მამა ანდრია თურმანიძემ.


გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში 4 ადამიანი მოყვა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016