7 მარტს, საქართველოს უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი
„დინამო“ თბილისი - „ჩიხურა“ საჩხერე 0 - 0
თბილისის დროით 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ ადგილობრივები საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამოელები არაერთხელ აპელირებდნენ 11-მეტრიან საჯარიმო დარტყმაზე, მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებით, შეხვედრაში პენალტი არ დანიშნულა. „დინამოს“ საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. ახლა დედაქალაქელებსა და „ზესტაფონს“ მხოლოდ 4 ქულა აშორებთ, სეზონის დასრულებამდე კი 2 ტურია დარჩენილი. „დინამო“ 62 ქულით ლიგას ლიდერობს, „ჩიხურა“ კი 46 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროშესარჩევზე ასპარეზობის მოლოდინშია.
„გურია“ ლანჩხუთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 0 – 5
ლანჩხუთის გურიამ „ზესტაფონს“ უმასპინძლა. მაშინ, როცა „დინამო“ და „ჩიხურა“ ქულებს იყოფდნენ, „ზესტაფონმა“ „გურიას“ გამანადგურებელი ანგარიშით გადაურბინა - 5:0. მატჩში დუბლი ნიკოლოზ საბანაძემ (23’, 46’) და ჰეთთრიკი რევაზ გეწაძემ (28’, 56’, 79’) შეასრულეს. „გურია“ 33 ქულით, ზედა ექვსეულის ფსკერზე იმყოფება, „ზესტაფონი“ კი, 58 ქულით, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონობის შანსს ეჭიდება.
„მეტალურგი“ რუსთავი - „სიონი“ ბოლნისი 2 – 0
„ფოლადის“ სტადიონზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ბოლნისის „სიონმა“, რომელმაც გასვლითი მატჩი ადგილობრივ „მეტალურგთან“ გამართა. შეხვედრის ორივე გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა. მეტოქის კარი ვარლამ კილასონიამ (81’) და ოთარ კიტეიშვილმა (90’) აიღეს.
უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.