reportiori.ge - „ჩოლო“ ფეხბურთზე და არა მარტო. დიეგო სიმეონეს ცხოვრების წესები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:59
სპორტი
„ჩოლო“ ფეხბურთზე და არა მარტო. დიეგო სიმეონეს ცხოვრების წესები
08 მაისი, 2014. 18:56



უცხოურმა მედიამ გაავრცელა მასალა, სადაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, თავისი ცხოვრების როგორც საფეხბურთო, ასევე არასპორტული ხასიათის დეტალებს შეეხო.

ბავშვობაში მხოლოდ ფეხბურთელობა მსურდა. მე არ ვთამაშობდი მასწავლებელს, პოლიციელს, ექიმს ან მეხანძრეს, მოვდიოდი სახლში და მაშინვე გავრბოდი მოედანზე. ჩვენი მოედანი ქუჩა იყო. კარები კი - ხეები. ბურთი, ბურთი, ბურთი და ბურთი, ასეთი იყო ჩემი ბავშვობა.

მამამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ დედისგან, დისგან და სხვა ხალხისგანაც ბევრი ვისწავლე. ყველა სწავლობს იმ მომენტამდე, სანამ მოკვდება. უკიდურეს შემთხვევაში, ეს ისაა, რაც მე ცხოვრებისგან მსურს.

ჩემს ცხოვრებაში იყვნენ როგორც კარგი, ასევე ცუდი მწვრთნელები. ცუდი მწვრთნელები - ესეც კარგი გამოცდილებაა. ახლა მე ვიცი, როგორ არ უნდა მოვიქცე.

ჩემი სამი შვილი - ფეხბურთელია, მაგრამ მათთვის მხოლოდ მამა ვარ. როგორც ყოველი მშობელი მსოფლიოში, ვუშვებ ბევრ შეცდომას, მაგრამ მინდა სწორი გზა ვაჩვენო მათ და ცხოვრებაში მთავარი რამ შევძინო: პატივისცემა, ერთგულება, განათლება, კომპრომისების პოვნის შესაძლებლობა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახში ეს ასპექტები ეჭვგარეშეა.

 მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ფეხბურთელების დედებს. იმ ბიჭებს, რომლებიც თქვენ გაზარდეთ, ნამდვილად დიდი კვერცხები აქვთ.

ყველასთან ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მეტოქე კენჭისყრის საფუძველზე.

მუდმივი ძალისხმევა ეჭვგარეშეა და არ განიხილება. ვერ ვიტან თვითდამშვიდებას და პასიურობას. პასიურობა საერთოდ არ მახასიათებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და იმის შეგრძნება, რომ დიდ პროექტს ეკუთვნი, რაიმე გრანდიოზულს. თითოეულმა უნდა გაითავისოს, რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ.

მე მჯერა ყოველ ფეხბურთელთან ინდივიდუალური მიდგომის.
თუ ვხედავ, რომ ბიჭები უმჯობესდებიან, სწორედ ესაა ჩემი მთავარი ჯილდო, ჩემი მთავარი საჩუქარი.

მხოლოდ ფეხბურთელს არ უნდა ესმოდეს მწვრთნელის, მწვრთნელიც ვალდებულია ფეხბურთელს მოუსმინოს.

თუ  უნდა ჩავყვინთო, მაგრამ წყალი არაა სუფთა,  მაინც ჩავყვინთავ. მასში თავით ვეშვები. ძალიან მომწონს საფეხბურთო გამოწვევები.

რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ როცა ვიგებ, მაგრამ ნებისმიერი ტიტული და რაც გაკეთებულია, უკან რჩება. ფეხბურთი - ეს მუდამ ხვალინდელი დღეა.

როცა გული და გონება
ერთად მოქმედებს, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

სჯობს ერთი შეტევის გაკეთება და ერთი გოლის გატანა,
ვიდრე ამის 15-ჯერ გაკეთება და გოლის ვერგატანა.

დიდ მატჩებში ზოგჯერ იმარჯვებს არა ის, ვინც უკეთესია, არამედ ის, ვინც უფრო დარწმუნებულია საკუთარ თავში.

ფინალებს არ ირჩევენ.
ფინალებში თამაშობენ და იმარჯვებენ.

თუ გინდათ გაცვალოთ „ატლეტიკოს“ მაისური, მეტოქეს ორი უნდა მოსთხოვოთ.

ან მომყვები, ან არა. ლიდერობა აუხსნელია.

არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს თვალებით უგებენ. ეს რომ არ იყოს, იარსებებდა ერთი ნახვით სიყვარული?

ეს უბრალოდ დროის საკითხია. ახლა მადრიდში ბედნიერი ვარ. დაბრუნება მინდოდა, ამიტომაც ვიმედოვნებ ვიმუშავო გუნდთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს. მაგრამ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მომეცემა საშუალება „ლაციოს“ ვუთავკაცო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016