reportiori.ge - გიორგი სიგუა: ვგავარ ახლა ტურისტების დამფრთხობს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:33
ყვითელი
გიორგი სიგუა: ვგავარ ახლა ტურისტების დამფრთხობს?
08 მაისი, 2014. 19:00



„რეპორტიორთან“ საუბარში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ კაზანტიპის მსგავსი ფესტივალის ჩატარების რამდენიმე დეტალი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი,  უარყო.  

 

როგორც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სიგუა აცხადებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმში  4 მილიონი უკრაინელი ტურისტი ჩადიოდა, რომლებიც სავარაუდოდ წელს იქ ვეღარ წავლენ, ამ ტურისტების საქართველოში ჩამოყვანაზე მუშაობს და  ანაკლიაში ტურისტებისათვის ახალი სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება. მისი თქმით, იქნება ნარკოტიკების აკრძალვებიც ასეთი ფესტივალების დროს .. თავისუფალ სექსთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში მკვეთრად რეაგირებს ეკლესია, აცხადებდა, რომ თუ  ეკლესია თავისუფალ სექსის საკითხზე შენიშვნას გამოთქვამს, ფესტივალისთვის აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

„ჩვენი ეკლესია ძალიან სწორად და ძალიან კარგად რეაგირებს იმაზე, რაზეც საჭიროა და თუ ჩვენი ეკლესია თავისუფალ სექსის საკითხზე გამოთქვამს შენიშვნას, ჩემთვის როგორც მორწმუნესათვის, ეს მისაღები იქნება და აუცილებლად გავითვალისწინებ“, - აცხადებდა სიგუა გამოცემასთან საუბარში.

 

ძალიან ბევრ მკითხველს, ალბათ ტურისტებსაც, რომელიც ფესტივალზე ჩამოსვლას დაგეგმავს, გაუჩნდება კითხვა, როგორ აპირებს ტურიზმის დეპარტამენტი ე.წ. თავისუფალი სექსის აკრძალვას, რა მექანიზმებს მიმართავს ამის საწინააღმდეგოდ და დააფრთხობს თუ არა ეს ინიციატივა ტურისტებს.  ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩვენი კითხვა არასერიოზულად მიიჩნია და კითხვითვე გვიპასუხა - მე ვამბობ, რომ ამის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მივიღებო?

 

„ჩანაწერი გამოართვით ჟურნალისტს და მოუსმინეთ რა ვთქვი და მაგან რა დაწერა. მეტი ამ სისულელეზე დროის ხარჯვას არ ვაპირებ. ძალიან ბევრი საქმეა. ფესტივალებიც გვექნება, ელექტრონული მუსიკაც და არნახულად ბევრი ხალისობა ამ ზაფხულს. ახლა მეტს ნუღარ მომაცდენთ. ვგავარ ახლა ტურისტების დამფრთხობს? დღე და ღამე იმას ვფიქრობ, რა ახალი პროდუქტი შევქმნათ ტურიზმში“, - განგვიცხადა მან.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016