reportiori.ge - ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშოები დაათვალიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:07
რეგიონები
ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშოები დაათვალიერა
09 მაისი, 2014. 11:27


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნო.



როგორც „რეპორტიორს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ნაპირსამაგრ სამუშაოებს სარფში შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. სანაპირო 2 კილომეტრის მანძილზე ტეტრაპოდებით მაგრდება, ნაპირის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის, ქვის ცვენისაგან დამცავი ბადე ეწყობა.



სანაპირო ზოლის გამაგრებისა და მოწყობის შედეგად, ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისა და დაზიანებისგან. პროექტის განხორციელების შემდეგ, გზაზე მოძრაობა უსაფრთხო გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.



საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016