საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ყოფილი პრეს-სპიკერი ალანა გაგლოევა „მსოფლიოს ლიდერები და მათი საყვარლების“ სიაში მოხვდნენ. „bigpicture.ru“-მ გამოაქვეყნა ფოტოები წარწერით: „მსოფლიოს ლიდერების საყვარლები“. ფოტოს მცირე ინფორმაციაც აქვს დართული:
„გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ურთიერთობა ჰქონდა მისი პრეს-სამსახურის თანამშრომელ ალანა გაგლოევასთან. ალანა იმ დროს დაორსულდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ბავშვს ელოდებოდა. იმის გამო, რომ სააკაშვილს უკანონო შვილი დაემალა და მის შესახებ არავის გაეგო, მან ალანა შიდა ქართლის ექსგუბერნატორ მიხეილ ქარელს შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც ალანა სხვა ქალაქში გაუშვეს. ბავშვის დაბადების შემდეგ სააკაშვილის რომანზე მითქმა – მოთქმა შეწყდა“, - წერს გამოცემა.
ექს-პრეზიდენტისა და ალანა გაგლოევას გარდა სიაში ასევე მოხვდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ჟიული გაიე, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ვერა ბეიკერი, ჯონ კენედი და მერლინ მონრო, ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა.