reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დატოვებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:57
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დატოვებს!
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 15:15

„ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ჩემთვის გასაგებია პოლიტიკიდან  მისი წასვლის მიზეზი" - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, რომელიც დღეს „რეპორტიორის" სტუმარია და ბოლო დროს  საქართველოში  განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

- საუბარს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით დავიწყებ, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაია უდანაშაულოა...

-  ბაჩო ახალაიას გათავისუფლება  დიდ დაღს დაასვამს „ქართული ოცნების" რეიტინგს. ადამიანი, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დანაშაულებს სჩადიოდა, დღეს მასზე გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. აქ ორი ფაქტორია - ან პროკურატურამ ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომ შედეგი მიეღო, ან სასამართლოა ტენდენციური...

- ხელისუფლება თვლის, რომ სასამართლოა ტენდენციური...

- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიტყვით, რომ სასამართლო ტენდენციურია, პირველ რიგში, ეს ჩრდილს ხელისუფლებას აყენებს. ხელისუფალი ვალდებულია, გაითვალისწინოს, ვის აბარებს საქმეს... ნებისმიერ შემთხვევაში,  ბაჩო ახალაიას გათავისუფლება „ოცნების" რეიტინგს  დაარტყამს!..

„ქართული ოცნების" რეიტინგზე დადებითად არც გუნავას შეწყალების ფაქტი იმოქმედებს. ბოლოდროინდელი მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ბრძოლას აგრძელებს!..

- ანუ, შესაძლებელია, ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდნენ?

- ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს. გამორიცხულია, ეს მოხდეს ხვალ ან ერთ კვირაში, მაგრამ ისინი ამზადებენ იმის საფუძველს, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოვიდნენ. ფაქტია, რომ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას ეწევიან...  ისიც ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება უსუსურად გამოიყურება...

თუ ივანიშვილმა  დანაპირები შეასრულა და ხელისუფლებიდან  წავიდა, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანაში ქაოსური პროცესები დაიწყება... ინვესტორები ინვესტიციების ჩადებაზე თავს შეიკავებენ. ახლა, იმას იმიზეზებენ, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობააო და მერე, როცა პასუხისმგებელი არავინ იქნება, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! ასევე, სავარაუდოდ, კოალიცია დაიშლება... ეს ყველაფერი კი „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს.

დღეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი - ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ,  ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში?!

სხვათაშორის, არ გამიკვირდება თუ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრს დატოვებს,  მით უფრო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სფერო იცის. პოლიციაც კარგად მუშაობს... იგი  ღარიბაშვილს ენდობა! ასე რომ, არ არის გამორიცხული, სწორედ ღარიბაშვილი აღმოჩნდეს მომავალი პრემიერი...

ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკიდან მისი წასვლის მიზეზი ჩემთვის გასაგებია. პოლიტიკა მისი ინტერესის სფერო არ არის. ამის შესახებ თავადაც განაცხადა... ივანიშვილი პოლიტიკაში იმისთვის არ მოსულა, რომ თავისი ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა. მან თავის,  ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიზანს მიაღწია - სააკაშვილის რეჟიმი  ხელისუფლებას ჩამოაშორა!

- თუმცა, ახლახან, უცხოური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს...

- მაშინ, როცა სასამართლო ახალაიას ათავისუფლებს, გაუჭირდებათ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს ბოლომდე მიიყვანენ. სააკაშვილის საბრალდებო სკამზე დასმა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ახალაიასი...

არც იმას გამოვრიცხავ, ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას სპეციალურად აჭიანურებდეს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს  კანონით აქვს მინიჭებული უფლება,  დამნაშავე შეიწყალოს...

 

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016